ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თბილისში ფარიკაობის განახლებული დარბაზი გაიხსნა

ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა სავარჯიშო სივრცე, გასახდელები და საშხაპეები. დარბაზში სრულადაა დაცული უსაფრთხოების ნორმები და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.

განახლებული დარბაზის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა, თბილისის საკრებულოსა და ფარიკაობის ფედერაციის წარმომადგენლებმა, მოქმედმა და ვეტერანმა მოფარიკავეებმა.

დღესვე გაიმართა ქართველი მოფარიკავეებისადმი მიძღვნილი მემორიალის „ოლიმპიელი მუშკეტერების“ პრეზენტაცია. დარბაზის გარე ფასადი ოლიმპიური თამაშების სიმბოლიკით გაფორმდა. დარბაზის შესასვლელთან ჩამოწერილია იმ ქართველი მოფარიკავეების სახელები და გვარები, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს. მათ შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონები - ნუგზარ ასათიანი და ვლადიმერ აფციაური და 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი - გურამ კოსტავა.

ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზი 2013 წელს ვეტერანმა მოფარიკავეებმა ააშენეს და ფარიკაობის ფედერაციას გადასცეს. მას შემდეგ, დარბაზში ვარჯიშობენ როგორც ეროვნული, ასევე ასაკობრივი ნაკრები გუნდების წევრები და დამწყები მოფარიკავეები.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო