wmb-tour.bezma.net აქვე განთავსებული იქნება სატურნირო ცხრილი და თქვენ შეგეძლებათ მუდმივად თვალი ადევნით ტურნირის მიმდინარეობას.
გთხოვთ, შეამოწმოთ ბმულზე wmb-tour.bezma.net, რომ თქვენი სახელი შედის რეგისტრირებულ მოთამაშეთა სიაში.
დანიშნულ დროს (20:00 საათი) უნდა შეხვიდეთ სათამაშო პორტალზე backgammongalaxy.com, თქვენი ნიკით. წყვილში მითითებულმა პირველმა მონაწილემ მაღლა მარჯვენა კუთხეში მოთავსებული ღილაკით (create game) უნდა გახსნას სათამაშო მაგიდა.
აირჩიეთ თამაშის პირობები - 7 ქულამდე და დროის კონტროლის ფორმატი - NORMAL, შემდეგ დააჭირეთ აქვე მოთავსებულ ღილაკს (create game) და დაელოდეთ მოწინააღმდეგეს.
დარწმუნდით, რომ მაგიდაზე შემოსული მოთამაშის ნიკი ნამდვილად ემთხვევა სატურნირო ცხრილში მითითებულ მოწინააღმდეგის ნიკს. დაადასტურეთ თამაშის დაწყება ღილაკით (Accept) და დაიწყეთ პარტია. (თუ შემთხვევით მაგიდაზე სხვა ნიკი შემოვა, შეგიძლიათ უარყოთ ღილაკით (Dicline) და დაელოდოთ თქვენს მოწინააღმდეგეს).
წყვილის მეორე მონაწილემ უნდა მოძებნოს მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი მაგიდა (ვეძებთ ნიკს), გადაამოწმოს გახსნილი მაგიდის პირობების სისწორე (თამაში - 7 ქულამდე და დროის ფორმატი - NORMAL) და ღილაკით (Join) შევიდეს მაგიდაზე სათამაშოდ. (თუ მაგიდა გახსნილია სხვა პირობებით, მაგიდა უნდა გაიხსნას თავიდან).
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მონაწილეს მატჩის პროცესში შემთხვევით დაეხურება სათამაშო ფანჯარა, საიტის ქვემოთ მოცემულია საიტის გვერდების ჩამონათვალი -1 2 3 4 5 6 7.. და ა. შ. ამ გვერდების გადაფურცვლით უნდა მოიძებნოს თამაშში დაბრუნების ღილაკი (მარჯვენა მხარეს თამაშების გასწვრივ იქნება მუქი ლურჯი ღილაკი (Reconnect)) და ამ ღილაკზე დაჭერით მოთამაშე დაბრუნდება თამაშში. (ეს პროცედურა უნდა განხორციელდეს სწრაფად, რომ თამაშისათვის განკუთვნილი პირადი დრო არ ამოიწუროს)
მატჩის დასრულებისთანავე მონიტორზე გამოვა შედეგის ფანჯარა, სადაც მოცემულია მონაწილეთა ნიკები და ნათამაშები მატჩის შედეგი. გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია გამოაგზავნოს შედეგის სურათი WhatsApp-ში შექმნილ ჯგუფში.
მონაწილეს შეუძლია თამაშის დაწყებამდე შეეხმიანოს მოწინააღმდეგეს ჯგუფში მოწერით და შეთანხმებულად გახსნან სათამაშო მაგიდა, ლოდინის გარეშე. (ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე გახსნის მაგიდას).
საპრიზო ფონდია 1500 ლარი. გამარჯვებული მიიღებს 600 ლარს, ფინალისტი - 300 ლარს, მე-3 და მე-4 ადგილოსნები 150-150 ლარით დაჯილდოვდებიან, ხოლო მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ადგილოსნები - 75-75 ლარს მიიღებენ) გადაეცემათ გამარჯვებულებს ტურნირის დამთავრებისთანავე.
ჩატარებული ტურნირის სრული ინფორმაცია და შედეგები განთავსდება საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის საიტზე - geonardi.com
">