საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს „საბურთალოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გიორგის ოჯახსა და მეგობრებს.
22 ივნისს, 4 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო