ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
დავით ყიფიანს 69 წელი შეუსრულდებოდა

„ფეხბურთი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს ბავშვობაში. ხშირად მეკითხებიან: როგორ დაიწყე, როდის შეგიყვარდა... არ მახსოვს. ...ისეთი შეგრძნება მაქვს, ის თითქოს ჩემთან ერთად დაიბადა. .... არ შეიძლება, იჯდე და ხარობდე, თუ ოდესღაც რაღაც მოგიგია. ამის უფლებას ჩემს თავს მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს მივცემ, როდესაც ზღვისპირას ხელჯოხით ვივლი...“ - ასეთია დავით ყიფიანის ბოლო ინტერვიუს მოკლე ფრაგმენტი წიგნიდან - „დღესასწაულის წადილი“.

თბილისის „დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ლეგენდარულ „ათიანს“, დღეს, 18 ივნისს, 69 წელი შეუსრულდებოდა.

დავით ყიფიანი 1981 წლის უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის 2-გზის მფლობელია. 1977 წელს დასახელდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. 1976 წლის მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე, ყიფიანი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში იყო, სადაც გუნდი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

1990-იან წლებში, დავით ყიფიანს, თბილისის „დინამოს“, შემდგომ კი ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რამდენჯერმე მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა და თასი. იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

მის სახელს ატარებს საქართველოს თასის გათამაშება ფეხბურთში, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი და სპორტის რაინდის წოდება.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო