ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ნინო ბაციაშვილი ევროპის ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებულია!

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა, სწრაფ ჭადრაკში გამართულ ევროპის ონლაინ ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ბაციაშვილმა 2 სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლიდან, 10 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა.

ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი, 16-31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საქართველოდან ევროპის ჩემპიონატის სხვასხვა ეტაპებზე მონაწილეობა მიიღო 70-მდე მოჭადრაკემ. ყველა ტურნირი ვირტუალურ ონლაინ პლატფორმაზე გაიმართა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო