„ქართული და მსოფლიო რაგბის ლეგენდამ, საქართველოს ნაკრების ღირსეულმა კაპიტანმა მამუკა გორგოძემ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ერთი მხრივ დამწუხრებულები ვართ, ხოლო მეორე მხრივ გვეამაყება, რომ „ბორჯღალოსნების“ რიგებში 17 წლის განმავლობაში მსოფლიო რაგბის ლეგენდა ასპარეზობდა.
მამუკას რაგბიდან წასვლა უდიდესი დანაკლისია არამხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო რაგბისთვის.
ჩვენმა ლეგენდარულმა კაპიტანმა არაერთი დასამახსოვრებელი წუთი გვაჩუქა. ჩვენ ვამაყობთ უდიდესი მორაგბითა და ღირსეული ადამიანით! მადლობა მამუკა!“
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ფრანგული „ტულონის“ მორაგბემ კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა. მამუკა გორგოძე 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების ღირსებას, ითამაშა 4 მსოფლიო თასზე. გორგოძე თანამედროვე რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო