geo.chess.event@gmail.com ან WhatsApp-ში ნომერზე - +995593399264 უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია - სახელი, გვარი, https://www.chess.com/ -ის მეტსახელი; რეგისტრაციის ბოლო ვადა - 22 აპრილი, 20:00 საათი; მონაწილეები უნდა გაწევრიანდნენ ვირტუალურ კლუბში - ‘Georgian Chess Federation’ 23 აპრილის 16:00 საათამდე.

ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 17 ტურად; თითოეულ მონაწილეს აქვს 1 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 1 წამის დამატებით; ყოველი მომდევნო ტურის კენჭისყრა ჩატარდება მიმდინარე ტურის ბოლო პარტიის დასრულებიდან 10 წამში. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით. თანაბარი ქულების შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტით. ტურნირის საპრიზო ფონდი გახლავთ 30 000 ლარი.

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს პირველი ონლაინ ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში - სოკარის თასი

23 აპრილს, 18:00 საათიდან, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და კომპანია „სოკარის“ ორგანიზებით, რომელიც ფედერაციის გენერალური სპონსორია, გაიმართება საქართველოს პირველი ონლაინ ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში - „სოკარის თასი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც შედარებით დაბალი რეიტინგის მქონე სპორტსმენები, ასევე პროფესიონალი მოჭადრაკეები - საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ნაკრები გუნდების წევრები. ონლაინ ტურნირის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ტურნირის ჩატარების მიზანი გახლავთ, საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაცია და ამასთან მსოფლიოში შექმნილი პანდემიის გამო შეწყვეტილი სატურნირო აქტივობების ონლაინ სივრცეში გადატანა. ონლაინ ტურნირი ჩვენი ნაკრები გუნდების სპორტსმენებს საშუალებას მისცემს შეძლონ სპორტული ფორმის შენარჩუნება.

ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ ფოსტაზე geo.chess.event@gmail.com ან WhatsApp-ში ნომერზე - +995593399264 უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია - სახელი, გვარი, https://www.chess.com/ -ის მეტსახელი; რეგისტრაციის ბოლო ვადა - 22 აპრილი, 20:00 საათი; მონაწილეები უნდა გაწევრიანდნენ ვირტუალურ კლუბში - ‘Georgian Chess Federation’ 23 აპრილის 16:00 საათამდე.

ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 17 ტურად; თითოეულ მონაწილეს აქვს 1 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 1 წამის დამატებით; ყოველი მომდევნო ტურის კენჭისყრა ჩატარდება მიმდინარე ტურის ბოლო პარტიის დასრულებიდან 10 წამში. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით. თანაბარი ქულების შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტით. ტურნირის საპრიზო ფონდი გახლავთ 30 000 ლარი.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო