ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში პარიზში პორტუგალია 39:24 დაამარცხა და ჩემპიონობა ერთი ტურით ადრე გაიფორმა. „ბორჯღალოსნები“ ჩემპიონის ტიტულს მეთორმეტედ დაეუფლნენ. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქის ჩათვლის მოედანში 7 ლელო დადო, 3 თავად მიიღო და შედეგად აქტივში ბონუს ქულა ჩაიწერა.

19 ქულით საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. სატურნირო ცხრილში 9-9 ქულით მეორე-მესამე ადგილებს პორტუგალია და ესპანეთი იყოფენ. 8 ქულით მეოთხეა რუსეთი, ხოლო ბელგიას 7 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა. ბოლო ადგილს რუმინეთის ნაკრები იკავებს, რომელსაც ამ დროისთვის 5 ქულა აქვს დაგროვებული.

14 მარტს, ტურნირის დასკვნით ტურში, „ბორჯღალოსნები“ რუსეთის ნაკრებს „მიხეილ მესხის სტადიონზე“ უმასპინძლებენ. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

 

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020. IV ტური. 7 მარტი

პარიზი (საფრანგეთი). სტად ჟან ბუენი.

პორტუგალია – საქართველო 24:39

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 9. გიორგი ბეგაძე (ჯიქი);

შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 5. დავით გიგაური (კოლომიე), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, კაპ.).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე); 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემ), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 23. ლაშა ლომიძე (აია).

7 ლელო: მამუკაშვილი, გორგაძე, კაჭარავა, საღინაძე, საჯარიმო, თაფლაძე, მათიაშვილი

1 გარდასახვა: მათიაშვილი

 

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო