ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
„დინამო თბილისის“ ისტორიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე!

წყალბურთის კლუბმა „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა წყალბურთელებმა მე-10 ტურში ფრანგული „მარსელი“ 15:12 დაამარცხეს და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პირველი მატჩი მოიგეს. რევაზ ჩომახიძის გუნდმა მანამდე გამართული ცხრა შეხვედრიდან ცხრავე წააგო. მე-5 ტურში, საქართველოს ჩემპიონი „მარსელთან“ სტუმრად 17:7 დამარცხდა, თუმცა თბილისში რევანში აიღო.  

„დინამოს“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, „ოლიმპიკში“ გამართულმა შეხვედრამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უმაყურებლოდ ჩაიარა. მომდევნო მატჩს „დინამო“ 10 აპრილს, უნგრეთში გამართავს. ქართული გუნდის მეტოქე ბუდაპეშტის „ფერენცვაროში“ იქნება.

 

„დინამო თბილისი“ 15:12 „მარსელი“

5:1, 3:3, 6:3, 1:5

„დინამო თბილისი“: რაზმაძე, ქავთარაძე (3), ცრეპულია, იმნაიშვილი (1), ბითაძე, იელაჩა (3), დადვანი, შუშიაშვილი (1), რურუა (1), მაგრაქველიძე (1), ბარალდი (2), ვაპენსკი (3).



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო