14 თებერვალს, წალკის სპორტულ კომპლექსში გაიმართა ძიუდოსა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირის ფინალური ეტაპი და მედალოსნების დაჯილდოება. ორდღიანი ტურნირი 13 წონით კატეგორიაში ჩატარდა: ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედალოსნები 8, ხოლო ძიუდოში 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. შეჯიბრში 80 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირის ფინალურ ეტაპს და გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოებას დაესწრო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რომელმაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გადასცა ძიუდოს ტატამი და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი. ტურნირის ფინალურ ორთაბრძოლებს ასევე დაესწრნენ სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი და წალკის ვიცე-მერი ანზორ ხინიკაძე.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა 2020 წლის „ევროპის სპორტის კვირეულის“ წინასწარი აქტივობების ფარგლებში. მიმდინარე წლის 23-30 სექტემბერს საქართველოში „ევროპის სპორტის კვირეული“ მესამედ გაიმართება. კვირეული ევროკომისიის ინიციატივით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით. საქართველოში ღონისძიების კოორდინატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.
ფოტო: გელა ბედიანაშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო