პროფესიონალმა მოკრივე ლაშა გურგულიანმა, მსოფლიო კრივის ფედერაციის (WBF) ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
69 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მოკრივემ, თბილისის ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში გამართულ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის და Boxing Group Promotion-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, მექსიკელი ედგარ ორტეგა 12 რაუნდიანი ორთაბრძოლის მე-8 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა გურგულიანმა ამ გამარჯვებით, მის მიერ 2019 წელს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ქამარი დაიცვა WBF-ის ვერსიით. აღნიშნული ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენი ორთაბრძოლა საქართველოში პირველად ჩატარდა.
გურგულიანისა და ორტეგას დაპირისპირებამდე, საკრივო რინგზე ქართველი მოკრივეების მონაწილეობით 12 სარეიტინგო ორთაბრძოლა გაიმართა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო