ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: პლესნოის ტრიუმფი მსოფლიო თასზე

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს 2020 წლის პირველი ოქროს მედლები ანტონ პლესნოიმ (96კგ) მოუპოვა! რომის მსოფლიო თასი ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირიცაა.

ანტონ პლესნოიმ ატაცში ჯერ 170, შემდეგ კი 176კგ დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. აკვრაში ასევე პირველი ადგილი დაისაკუთრა დაძლეული 201/210 კილოგრამითაც.

ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში 386 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო