ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობია: საფრანგეთში სრული შემადგენლობით

18-19 იანვარს ნიცა საფრანგეთის გრან პრის უმასპინძლებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ეს ტურნირი სხვა სახელითაცაა ცნობილი - ანრი დელანის სახელობის თასი. შეჯიბრება 46-ედ ტარდება.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრები ნიცაში უძლიერესი და სრული შემადგენლობით იასპარეზებს. ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე, რომლებიც ამჯერად ოლიმპიურ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები:
55კგ - ზურაბ მაჭარაშვილი
60კგ - ამირან შავაძე, ნუგზარ წურწუმია, გიზო მელაძე, დავით ჩხარტიშვილი, ირაკლი ძიმისტარიშვილი
63კგ - ლერი აბულაძე, ქერიმ მაჩალიკაშვილი, ლევან ქავჟარაძე
67კგ - რამაზ ზოიძე, გიორგი შოთაძე, შმაგი ბოლქვაძე
72კგ - იური ლომაძე, ოთარ აბულაძე, ნიკოლოზ ჭიკაიძე
77კგ - ბექა მამუკაშვილი, გიორგი ფოცხვერაშვილი, გელა ბოლქვაძე, დემურ ქავთარაძე, დავით სოლოღაშვილი
87კგ - რობერტ კობლიაშვილი, ლაშა გობაძე, შალვა ხაჩიძე, თორნიკე ძამაშვილი, გურამ ხეცურიანი
97კგ - რევაზ ნადარეიშვილი ვალერი მურვანიძე
130კგ - ლევან არაბული, გიორგი ბარბაქაძე

საფრანგეთის გრან პრის ორდღიან გათამაშებაში 21 ქვეყნის 250-ზე მეტი ფალავანი იასპარეზებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო