ხვალ, 18 იანვარს, ჩვენი დროით დილის 4 საათზე საქართველო XV, ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ ხაგუარესთან ორმატჩიანი სერიის პირველ თამაშს გამართავს.
საქართველო XV-მა დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში ორი ერთკვირიანი შეკრება გაიარა, არგენტინაში კი 12 იანვარს გამთენიისას გაემგზავრა.
ხაგუარესთან პირველი მატჩი მარ დელ პლატაში გაიმართება და ადგილობრივი დროით 17 იანვარს, 21 საათზე დაიწყება. საგულისხმოა, რომ არგენტინული ფრანჩაიზი დედაქალაქს მიღმა პირველად თამაშობს.
საქართველო XV მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ხაგუარესთან მატჩისთვის შემადგენლობა უკვე შეარჩია. დამწყებთა შორის 6 მორაგბე საქართველოს ჩემპიონი ბათუმიდანაა, 3-3 მოთამაშეა გორის ჯიქიდან და ქუთაისის აიადან, ორი მოთამაშეა ვიცე-ჩემპიონ რუსთავის ხარებიდან, ხოლო ერთი მარნეულის არმაზიდან.
რადგან თამაში მოსამზადებელ ხასიათს ატარებს, მხარეთა შეთანხმებით თითოეული გუნდის განაცხადში 29-29 მორაგბე იქნება, შეცვლების ლიმიტის გარეშე. სერიის მეორე მატჩს ბუენოს აირესში 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 16:45 საათზე გამართავს.
საქართველო XV (სერიის პირველი მატჩი)
სასტარტო შემადგენლობა: 15.ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14.ანზორ სიჭინავა (ბათუმი), 13.გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი), 12.გიორგი ნათელაშვილი (ხარები), 11.ნიკა გიგაური (არმაზი), 10.რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი), 9.ვაჟა ხუციშვილი (ხარები); 1.ზურაბ ერისთავი (ბათუმი), 2.ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3.ანტონ ფეიქრიშვილი (კაპიტანი), 4.მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5.სანდრო ქოიავა (ბათუმი), 6.გურამ შენგელია (აია), 7.დაჩი კოპაძე (ჯიქი), 8.ვანო ფუტკარაძე (ბათუმი)
სათადარიგოები: 16.გოგა ხუროშვილი (არმაზი), 17.ბექა გვარამია (აკადემია), 18.ნიკა პატარაია (ბუქარესტის დინამო, რუმინეთი), 19.ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), 20.გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები), 21.კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 22.გიორგი ბაბუნაშვილი (აია), 23.დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 24.რევაზ წიკლაური (აია), 25.თორნიკე ზოიძე (აკადემია), 26.არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი), 27.გიორგი ჭუაძე (აკადემია), 28.სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), 29.თორნიკე კიკნაძე (ჯიქი)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო