ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველო 5:1 გერმანია

ფუტსალში მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გერმანიას 5:1 სძლია!
საიოტი ჟუნიორმა და არჩილ სებისკვერაძემ დუბლი შეასრულეს, რონინიომ კი პენალტი გაიტანა. ერთადერთი საპასუხო გოლი ერდემმა შეაგდო 39-ე წუთზე. ჯგუფის პირველი შეხვედრა დანიასა და ისრაელს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. ხვალ, 31 იანვარს, საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება, 2 თებერვალს კი დანიას.
იმ შემთხვევაში თუ ასათიანის გუნდმა ჯგუფი მოიგო, მთავარ შესარჩევ ეტაპზე I ჯგუფში ითამაშებს ესპანეთთან, პოლონეთთან და ფინეთი-მოლდოვა-უელსი-ჩრდილოეთ ირლანდიის ჯგუფში მეორე ადგილზე გასულთან. მატჩებს პოლონეთი ოქტომბერში უმასპინძლებს.
ჯგუფის მეორე ადგილზე დასრულების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მთავარ საკვალიფიკაციო ტურნირში სათამაშოდ ოქტომბერში პორტუგალიაში ჩავა, სადაც მასპინძლების გარდა ჩეხებს და ინგლისი-ლატვია-კვიპროსი-გიბრალტარს შორის საუკეთესოს გაეჯიბრება.
მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატს 12 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ლიტვა უმასპინძლებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო