https://www.iwf.net/lifters-year-2019/?fbclid=IwAR3KYVh03ASFCOL8CP03hPMHn4qmI1NrLIued8N0OGvuFZS_8K2oL3ow4qw - და 6 ნაბიჯის გადადგმა:

1.მონიშნეთ ლაშა ტალახაძე
2.მონიშნეთ ფავორიტი ძალოსანი ქალი
3.ველში Name ჩაწერეთ თქვენი სახელი
4.ველში Country მიუთითეთ Georgia
5.ველში e-mail ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი
6.დააჭირეთ ღილაკს Vote

26 წლის ქართველი ძალოსანი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ბოლო 4 ჩემპიონატების გამარჯვებული გახლავთ.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია რჩეულს 1982 წლიდან ავლენს. ყველაზე ხშირად ეს წოდება ბულგარეთისა და თურქეთის სახელით მოასპარეზე ნაიმ სულეიმანოღლუმ (სულეიმანოვმა) მოიგო, რომელიც 1984-86, 1988, 1992 და 1996 წლებში დასახელდა საუკეთესოდ.

ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული პირველად 2017 წელს მოიგო, შარშან, ქობულეთში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე კი 2018 წლის რჩეულის პრიზით დაჯილდოვდა.

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
წლის ძალოსანი: მხარი დავუჭიროთ ლაშა ტალახაძეს!

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) 2019 წლის რჩეულების გამოსავლენად ტრადიციული გამოკითხვა დაიწყო. ვაჟთა შორის ტიტულის მთავარი პრეტენდენტი ყველაფრის მომგები ლაშა ტალახაძეა.

აქციას პირობითი სახელწოდებით „აიტაცე“ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაც შეუერთდა და ქომაგებს ტალახაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ხმის მიცემის პროცედურა მარტივია: საჭიროა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე შესვლა - https://www.iwf.net/lifters-year-2019/?fbclid=IwAR3KYVh03ASFCOL8CP03hPMHn4qmI1NrLIued8N0OGvuFZS_8K2oL3ow4qw - და 6 ნაბიჯის გადადგმა:

1.მონიშნეთ ლაშა ტალახაძე
2.მონიშნეთ ფავორიტი ძალოსანი ქალი
3.ველში Name ჩაწერეთ თქვენი სახელი
4.ველში Country მიუთითეთ Georgia
5.ველში e-mail ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი
6.დააჭირეთ ღილაკს Vote

26 წლის ქართველი ძალოსანი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ბოლო 4 ჩემპიონატების გამარჯვებული გახლავთ.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია რჩეულს 1982 წლიდან ავლენს. ყველაზე ხშირად ეს წოდება ბულგარეთისა და თურქეთის სახელით მოასპარეზე ნაიმ სულეიმანოღლუმ (სულეიმანოვმა) მოიგო, რომელიც 1984-86, 1988, 1992 და 1996 წლებში დასახელდა საუკეთესოდ.

ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული პირველად 2017 წელს მოიგო, შარშან, ქობულეთში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე კი 2018 წლის რჩეულის პრიზით დაჯილდოვდა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო