ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
დინამო ბერლინში, საახალწლო მინი-ტურნირზე ითამაშებს

თბილისის დინამოს ვეტერანთა გუნდი 11-12 იანვარს ბერლინში, ტრადიციულ საახალწლო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მინი-ფეხბურთის თასზე - AOK Traditionmasters - 8 კლუბი ითამაშებს და მათ შორის 7 გერმანულია.

დინამო A ჯგუფში მოხვდა დორტმუნდის ბორუსიასთან, ლევერკუზენის ბაიერთან და გელზენკირხენის შალკე 04-თან ერთად, B ჯგუფში კი ბერლინის ჰერტა, ამავე ქალაქის უნიონი და ტენის ბორუსია, ასევე ბრემენის ვერდერი ითამაშებენ.

11 იანვარს დინამო ჯერ ლევერკუზენის ბაიერს დაუპირისპირდება, შემდეგ კი დორტმუნდის ბორუსიას, 12 იანვარს კი შალკე 04-თან მატჩით დაასრულებს ჯგუფურ ტურნირს. ნახევარფინალები და ფინალი 12 იანვარს, საღამოს გაიმართება.

თბილისის დინამო 9 იანვარს შეიკრიბება ბერლინში, გუნდის შემადგენლობა კი ასეთია: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახი კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და დავით კვირკველია.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო