ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: წელიწადი ლაშა ტალახაძის ორი ტრიუმფით დასრულდა

თბილისის ოლიმპიურ პარკში მდებარე ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში დასრულდა ძალოსანთა დასკვნითი შეჯიბრება საქართველოს თასი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის სახელობის XXIII საერთაშორისო ტურნირი.

საქართველოს თასზე პრიზიორები პირად-გუნდურ შეჯიბრებაში გამოვლინდნენ, კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირზე კი - სინკლერის სპეციალური წესით.

„კახის თასის“ XXIII გათამაშებას აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდებიც ეწვივნენ, საქართველოს ნაკრები კი მხოლოდ ნაწილობრივ იყო წარმოდგენილი, მაგრამ მას განსაკუთრებულ სტატუსი შესძინა ოლიმპიური ჩემპიონის, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის და რეკორდსმენის ლაშა ტალახაძის ასპარეზობამ.

ტიტულოვანმა ქართველმა, რომელიც ერთი დღით ადრე საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარა, რამდენიმე დღით ადრე კი ასევე საუკეთესოდ სცნეს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ გამოკითხვაში, გულშემატკივარი არ დააღალატა და ახალი წლის მიჯნაზე ფიცარნაგზე გავიდა და, რა თქმა უნდა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიგო.

კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირი
ვაჟები

ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე - 455,55 ქულა
II ადგილი: სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი) - 438,5
III ადგილი: გიორგი ჩხეიძე - 406,01
გოგონები
ჩემპიონი: თათია ლორთქიფანიძე - 223,17
II ადგილი: ნათია გადელია - 202,9
III ადგილი: მარიამ მაისურაძე - 194,67 ქულა

საქართველოს თასი
55
კგ
ჩემპიონი: რამინ შამილიშვილი (ქობულეთი) - 183კგ
II ადგილი: არჩილ ოქროპირიძე (თბილისი)- 177კგ

61კგ
ჩემპიონი: რამინ შამილიშვილი (ქობულეთი) - 269კგ
II ადგილი: გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) - 268კგ
III ადგილი: გიორგი დოკვაძე (საჩხერე) - 237კგ

67კგ
ჩემპიონი: გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) - 291კგ
II ადგილი: შოთა მიშველიძე (ქუთაისი) - 289კგ
III ადგილი: სანდრო ღარიბაშვილი (დუშეთი) - 225კგ

73კგ
ჩემპიონი: კახი ასანიძე (თბილისი) - 295კგ
II ადგილი: გიორგი ლომთაძე (ქუთაისი) - 275კგ
III ადგილი: თორნიკე ლომთაძე (ქუთაისი) - 233კგ

81კგ
ჩემპიონი: არჩილ მალაყმაძე (ქობულეთი) - 311კგ
II ადგილი: ბონდო კილაძე (საჩხერე) - 266კგ
III ადგილი: ლუკა ოჩიგავა (თბილისი) - 260კგ

89კგ
ჩემპიონი: ლომია თებიძე (ქობულეთი) - 329კგ
II ადგილი: ალკაზარ გოგიტიძე (ქობულეთი) - 299კგ
III ადგილი: გურამ ვეკუა (ზუგდიდი) - 270კგ

96კგ
ჩემპიონი: ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) - 329კგ
II ადგილი: ირაკლი გობეჯიშვილი (ქუთაისი) - 320კგ

102კგ
ჩემპიონი: ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) - 292კგ

109კგ
ჩემპიონი: აკაკი ტალახაძე (საჩხერე) - 335კგ
II ადგილი: გიორგი კირვალიძე (საჩხერე) - 313კგ

+109კგ
ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე (საჩხერე) - 455კგ
II ადგილი: გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი) - 395კგ
III ადგილი: მიხეილ ადამია (თბილისი) - 305კგ



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო