მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2020 წელს ევროპის ჩემპიონატით დაიწყებს და შეეცდება ტიტული მეთორმეტედ მოიგოს.
ბორჯღალოსნები პირველ შეხვედრას 1 თებერვალს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართავენ მთავარი კონკურენტის რუმინეთის წინააღმდეგ. მატჩი 18 საათზეა დანიშნული.
II ტურში, 9 თებერვალს, ქართველები ესპანეთის დედაქალაქში, კამპო ცენტრალზე ითამაშებენ მასპინძელთა ნაკრების წინააღმდეგ. თამაში საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება.
ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციით, საქართველოს ნაკრები ერთ მატჩს ქუთაისში ჩაატარებს: 22 საათზე ქართველები ბელგიელებს აია არენაზე დაუხვდებიან. III ტურის მატჩი 15 საათზე დაინიშნა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატს სამწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა პორტუგალია, რომელიც IV ტურში, 7 მარტს ბორჯღალოსანთა მეტოქე იქნება. თამაში პორტუგალიის ნაცვლად საფრანგეთში გაიმართება - პარიზში, სტად ჟან ბუენზე შეხვედრა ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირს 14 მარტს დაასრულებს თბილისში, რუსეთთან დინამო არენაზე მატჩით. შეხვედრის დაწყების დროდ 18 საათია მითითებული.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო