26 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, რომელაც დაესწრნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.
ღონისძიების დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტებს - ნინო სალუქვაძეს (ტყვიის სროლა), გიორგი მელიას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), იაკობ ქაჯაიას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გენო პეტრიაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძეს (თავისუფალი ჭიდაობა) გადაეცათ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტის მოწმობები.
მსოფლიოს პლაჟის პირველი თამაშების ჩემპიონ-პრიზიორებმა - ლევან ქელეხსაშვილმა, დავით ხუციშვილმა, დავით მარსაგიშვილმა და მამუკა კორძაიამ მიიღეს შესაბამისი სერთიფიკატები.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალი გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
მეორე ევროპულ თამაშებზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა საქართველოს ნაკრებ გუნდს სამბოში.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს მედალი გადაეცა ოთარ მამულაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა).
სპორტის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს, სეოკ-ის აღმასკომის წევრს მაკა გიორგობიანს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების განსაკუთრებული ჯილდო მიენიჭა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელობის თხოვნით გიორგობიანს ჯილდო გადასცა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელმა.
ბოლოს გაიმართა მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულის - 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია. სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გამოვლინდა კენჭისყრით, რომელშიც სესიის დელეგატები მონაწილეობდნენ.
ნომინაციაში - 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი წარდგენილნი იყვნენ: ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონები - ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი.
კენჭისყრაში მონაწილეთა უმეტესი ხმები მიიღო ლაშა ტალახაძემ, რომელიც ზედიზედ მეოთხედ გახდა სეოკ-ის რჩეული. 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს - ლაშა ტალახაძეს ამ ნომინაციისთვის საგანგებოდ დამზადებული პრიზი - „ოლიმპიური ალი“ გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. სეოკ-ის გენერალური სპონსორის - „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ლაშა ტალახაძე ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრა. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინანტებს გენო პეტრიაშვილს და ლუხუმ ჩხვიმიანს სეოკ-ის პარტნიორმა კომპანია „თელიანმა ველმა“ ასევე ფულადი საჩუქრები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიაზე 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენად დასახელდა ირმა ხეცურიანი.
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები:
1. 2019 წლის წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (გოგონა) - ეთერ ლიპარტელიანი.
2. 2019 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (ვაჟი) - ლუკა მაისურაძე.
3. 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი (23 წლამდე) სპორტის სათამაშო სახეობებში - გოგა ბითაძე.
4. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობაში - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.
5. 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი იანტბელიძე.
6. ქალთა სპორტში დასაქმებული 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი თენაძე.
7. 2019 წლის რეგიონალური ორგანიზაცია - ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია (ხელმძღვანელი თამაზ გველუკაშვილი).
8. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ნინო სალუქვაძე.
9. 2019 წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი - საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი.
10. 2019 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.
11. ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი - საქართველოს პირველი არხი.
12. ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერები - „საქართველოს ბანკი“, „ავერსი“, „თელიანი ველი“.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო