თბილისში, ოლიმპიური ჩემპიონის ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში დასრულდა საქართველოს თასის გათამაშება.
ტყვიის სროლის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ წლის უკანასკნელ შეჯიბრებაში ასაკობრივი დაყოფა არ მომხდარა, ახალგაზრდებმა და უფროსებმა მხარდამხარ იასპარეზეს.
შეჯიბრებაში თითქმის ყველა უძლიერესი სპორტსმენი მონაწილეობდა და ამიტომაც, თასის გათამაშება ძალიან დაძაბული გამოდგა.
ვაჟები
1.ვლადისლავ მაიოროვი (თბილისი, ასკ) - 568 ქულა
2.ლევან ქადაგიძე (თბილისი, ტირი ნინო სალუქვაძე) - 565
3.მიხეილ სანიკიძე (თბილისი, ტნს) - 564
გოგონები
1.მარიამ ღვინიაშვილი (თბილისი, ტნს) - 563
2.ნინო ხუციბერიძე (ქუთაისი, დინამო) - 559
3.ლიზი კილაძე (თბილისი, ტნს) - 553
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო