განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროექტის „გენდერული თანასწორობა სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტი ემსახურება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ასევე სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე გოგონათა და ვაჟთა თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობასა და ფიზიკურ აქტივობასა და მასობრივ სპორტში გოგონათა ჩართულობის გაზრდას.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემ მიმართეს.
პროექტის ფარგლებში:
შემეცნებითი კონკურსში მოანაწილეობა სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებმაც დაამუშავეს მათთვის საინტერესო თემები ქალთა და გოგონათა სპორტში მონაწილეობის შესახებ. კონკურსის შედეგად შეირჩა 3 საუკეთესო ნამუშავარი ქ. თბილისის N23 და N63 და ქ. გორის N1 საჯარო სკოლებიდან.
პროგრამა ,,გენდერული თანასწორობა სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში“ შემუშავდა 2017 წელს, ასოციაცია ,,ჰელსი ჯენ“-ის (‘Healthy Gen’) მიერ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ასევე ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი განხორციელდა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაფინანსებით.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო