ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ განვლილი წელი შეაჯამა. განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფედერაციის პრეზიდენტმა, კონსტანტინე ამირაჯიბმა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადასა და სასკოლო ლიგის საპილოტე პროგრამას. სასკოლო ლიგის საპილოტე პროგრამის ფარგლებში უკვე ჩატარდა ბადმინტონის ტურნირი, რომელშიც 16-მა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა.
ფედერაციის ანგარიშის მიხედვით 2019 წელს:
პრეზენტაციას მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ელგუჯა ბერიშვილი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებთან ერთად დაესწრნენ.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო