საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ბოლდერინგში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ბოლდერინგი მეკლდეურობის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც დაბალ სიმაღლეზე რთული ბარიერების დაძლევას გულისხმობს.
წლის დასკვნით ტურნირში სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობა ქვეყნის 24-მა უძლიერესმა სპორტსმენმა მიიღო. მამაკაცთა შორის საუკეთესო შედეგი გიგა ჯანხოთელმა დააფიქსირა, ხოლო ქალთა შორის გამარჯვებული ნიცა თვაური გახდა. შეჯიბრების მთავარი მსაჯი ლევან გურჩიანი იყო. საუკეთესო ხუთეული სხვადასხვა პრიზით საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მირზა ლიპარტელიანმა დააჯილდოვა.
საქართველოს ჩემპიონატი ბოლდერინგში - 2019
მამაკაცთა პირველობა
ქალთა პირველობა
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო