ბათუმის სპორტის სასახლეში გუშინ საქართველოს თასის გათამაშება დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის.
ტურნირი 3 დღეს გაგრძელდა, ფინალები კი 12 და 13 დეკემბერს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში ყველა უძლიერესმა ფალავანმა მიიღო მონაწილეობა, ისევე როგორც თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის, სადაც ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ასპარეზობდნენ.
საქართველოს თასი 2019. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 11-13 დეკემბერი. ბათუმის სპორტის სასახლე
60კგ
1.ამირან შავაძე (აჭარა)
2.გიზო მელაძე (აჭარა)
3.დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი) და ირაკლი ძიმისტარიშვილი (ოზურგეთი)
67კგ
1.რამაზ ზოიძე (აჭარა)
2.გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი)
3.ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი) და ირაკლი ნაკაშია (ხობი)
77კგ
1.ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი)
2.გიორგი ფოცხვერაშვილი (გარდაბანი)
3.დავით სოლოღაშვილი (გარდაბანი) და დემურ ქავთარაძე (გარდაბანი)
87კგ
1.რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
2.ლაშა გობაძე (აჭარა)
3.თორნიკე ძამაშვილი (თბილისი) და შალვა ხაჩიძე (თბილისი)
130კგ
1.ლევან არაბული (მცხეთა)
2.გიორგი ბარბაქაძე (გარდაბანი)
3.ბექა მაკარიძე (თერჯოლა) და სულხან ბუიძე (ქუთაისი)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო