ცინდაოს (ჩინეთი) მასტერსზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ბრინჯაოს დაეუფლა!
66კგ წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა ძიუდოკამ იასპარეზა: ბაგრატ ნინიაშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, მაგრამ შემდეგ სლოვენიელ ადრიან გომბოცთან დამარცხდა.
მის შემდეგ გავიდა ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც 1/32-ფინალი ასევე გამოტოვა. 1/16-ფინალში ქართველმა კანადელი იაკობ ვალუა დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე რუს იაკობ შალიმოვს აჯობა, 1/4-ფინალში კი მონღოლ ხერლენ განბოლდთან ვერას გახდა. დამამშვიდებელ წრეში გადართულმა მარგველაშვილმა ჯერ კორეელ ლიმჰვან კიმს აჯობა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ნინიაშვილის მძლეველი გომბოცი დაამარცხა.
60კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველი ეტაპი ვერ დაძლია, ქალთა შორის ერთადერთი ქართველი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) კი მეორე წრეში დამარცხდა კორეელ ჯისუ კიმთან.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო