ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თავისუფალი ჭიდაობა: თასის გათამაშება დასრულდა

ბათუმის სპორტის სასახლეში თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა საქართველოს თასის გათამაშება დაასრულეს. გუშინ მომდევნო 5 წონითი კატეგორიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

10 დეკემბრის მსგავსად, ახლაც ნაკრების ლიდერებმა იყოჩაღეს და ფავორიტის სტატუსი დაამტკიცეს. საქართველოს თასის მფლობელი გახდა მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილიც, რომელიც ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულის ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელა ძალოსან ლაშა ტალახაძესთან და ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანთან ერთად. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული 18 დეკემბერს, თბილისში სეოკ-ის საანგარიშო სესიის დასრულების შემდეგ გამოვლინდება.

ბერძნულ-რომაული სტილის ფალავნებმა ასპარეზობა გუშინ დაიწყეს და ფინალის მონაწილეები დადგინდნენ. საქართველოს თასის მფლობელები დღეს 55, 63, 72, 82 და 97კგ წონით კატეგორიებში დასახელდებიან, ხოლო 60, 67, 77, 87 და 130კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობა ხვალ დასრულდება.

საქართველოს თასი 2019. თავისუფალი ჭიდაობა. 9-11 დეკემბერი. ბათუმის სპორტის სასახლე
61კგ
1.თემურ ვანიშვილი (გორი)

2.თორნიკე ქათამაძე (აჭარა)
3.გიორგი ღონიაშვილი (თბილისი) და გოდერძი ძებისაშვილი (გორი)

70კგ
1.მირზა სხულუხია (ქუთაისი)

2.ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)
3.ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური) და კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)

79კგ
1.ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო)

2.ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
3.ბაგრატ გაგნიძე (ქუთაისი) და ვლადიმერ კაკოშვილი (თბილისი)

86კგ
1.ირაკლი მწითური (თბილისი)

2.დავით ფირუზაშვილი (თბილისი)
3.ბექა ჭელიძე (თბილისი) და მირიან მაისურაძე (ონი)

125კგ
1.გენო პეტრიაშვილი (გორი)

2.ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა)
3.ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი) და როლანდ ანდრიაძე (ხონი)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო