ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თავისუფალი ჭიდაობა: საქართველოს თასი ბათუმში გათამაშდა

ბათუმის სპორტის სასახლეში თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა საქართველოს თასის მფლობელები გამოავლინეს.

გუშინ, მეორე საშეჯიბრო დღეს, გულშემატკივრებმა საინტერესო ორთაბრძოლები იხილეს, ოქროს მედლებს და თასის მფლობელის ტიტულებს კი ეროვნული გუნდის ლიდერები დაეუფლნენ, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

დღეს ბერძნულ-რომაული სტილის ფალავნები გავლენ საჭიდაო ხალიჩაზე და 55, 63, 72, 82 და 97კგ წონით კატეგორიებში ფინალისტები გამოვლინდებიან, ხოლო ფინალურ ბლოკში ჩემპიონები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 61, 70, 79, 92 და 125კგ წონებში გამოვლინდებიან.

საქართველოს თასი 2019. თავისუფალი ჭიდაობა. 9-10 დეკემბერი. ბათუმის სპორტის სასახლე
57კგ
1.ოთარ გოგავა (ხონი)

2.რამაზ თურმანიძე (აჭარა)
3.ბექა ბუჯიაშვილი (გორი) და რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)

65კგ
1.ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)

2.ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
3.შოთა ფარტენაძე (აჭარა) და ამირან ვახტანგიშვილი (გორი)

74კგ
1.ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)

2.გიორგი სულავა (ქუთაისი)
3.დიმიტრი ჯიოევი (თბილისი) და დავით ტლაშაძე (გორი)

86კგ
1.დავით მარსაგიშვილი (მცხეთა)

2.სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
3.ტარზან მაისურაძე (ყაზბეგი) და დავით ხუციშვილი (საგარეჯო)

97კგ
1.გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)

2.ზვიად მეტრეველი (ონი)
3.გივი გოგობერიშვილი (ამბროლაური)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო