12-14 დეკემბერს ჩინეთის ქალაქი ცინდაო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის შემაჯამებელ ტურნირს, მასტერსს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები ჩინეთში თითქმის სრული შემადგენლობით გაემგზავრა. გუნდის ღირსებას შემდეგი სპორტსმენები დაიცავენ:
60კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი
66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
81კგ: ტატო გრიგალაშვილი
90კგ: ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა ბექაური
100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ: გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი
ქალთა შორის საქართველოს ნაკრების ღირსებას 57კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს.
ცინდაოს მასტერსზე 67 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. ვაჟებს შორის მედლებს 230, ქალთა შორის კი 218 ძიუდოკა გაითამაშებს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო