სპორტის ეს სახეობა ვიქტორიანული ხანის ინგლისში წარმოიშვა, სადაც მას მაღალი ფენის წარმომადგენლები თამაშობდნენ, როგორც სალონის თამაშს. სავარაუდოდ, თამაშის ჩანასახოვანი ფორმა ჩამოყალიბდა 1860-1870-იან წლებში, ინდოეთის ბრიტანელ სამხედრო ოფიცრებში, რომლებმაც თამაში ევროპაში შემოიტანეს. მაგიდის ცენტრში წიგნების რიგი ბადის ფუნქციას ასრულებდა, ორი წიგნი - ჩოგნებისას, ხოლო ბურთის მაგივრობას გოლფის ბურთი სწევდა. თამაშს უამრავი სახელი ერქვა, მათ შორის ,,უიფ-უაფი" და ა. შ. სახელი - ,,პინგ-პონგი" - ფართოდ გამოიყენებოდა ბრიტანული კომპანიის - ჯ. ჟაკი და შვილი - სავაჭრო ნიშნამდე (1901). შემდეგში ,,პინგ-პონგი" აღნიშნავდა თამაშს, რომელსაც ჟაკის უფრო ძვირი აღჭურვილობით თამაშობდნენ, სხვა მანუფაქტურები კი მას მაგიდის ჩოგბურთს უწოდებდნენ. მსგავსი სიტუაცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც კომპანიამ ,,პინგ-პონგის" ლიცენზია კომპანია ,,ძმები პარკერები"ს მიჰყიდა. კომპანიამ ეს სავაჭრო ნიშანი 1920-იან წლებში კიდევ უფრო მეტად გაამყარა იმით, რომ თამაშის სახელი 1920-იან წლებში ,,მაგიდის ჩოგბურთს" დაუკავშირა, თუმცა, როგორც - სავაჭრო ნიშანი. შემდეგი უმთავრესი სიახლე ჯეიმზ გიბს, ბრიტანელ მაგიდის ჩოგბურთის ენთუზიასტს, ეკუთვნის, რომელმაც 1901 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას ახალი ცელულოიდის ბურთები აღმოაჩინა და აღნიშნა, რომ ისინი თამაშისთვის იდეალური იყო. ამას მოჰყვა 1901 წელს, ი. ს. გუდის მიერ თანამედროვე ჩოგნების გამოგონება, რომლებიც ხაოიანი და ბუსუსებიანი ფურცლების, რეზინისა და ხის ჩარჩოს შერევით მიიღო. 1901 წლიდან მოყოლებული მაგიდის ჩოგბურთის პოპულარობა დღითი-დღე იზრდებოდა, იმდენად, რომ უკვე ტურნირების ორგანიზებასაც ახერხებდნენ, სპორტის ამ სახეობაზე წიგნებიც იწერებოდა და 1902 წელს სპორტის ამ სახეობაში არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატიც კი ჩატარდა. 1921 წელს, დიდ ბრიტანეთში მაგიდის ჩოგბურთის ასოციაცია დაარსდა, 1926 წელს კი - მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია. მაგიდის ჩოგბურთის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს ლონდონმა უმასპინძლა (1926). 1933 წელს კი, ამერიკის შეერთებული შტატების მაგიდის ჩოგბურთის ასოციაცია დაარსდა, რომელსაც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მაგიდის ჩოგბურთი ეწოდება. 1930-იან წლებში, ედგარ სნოუ თავის წიგნში, ,,წითელი ვარსკვლავი ჩინეთის თავზე"- შენიშნავდა, რომ კომუნისტური ძალებს ჩინეთის სამოქალაქო ომში (1927-1936) ინგლისური თამაშის, მაგიდის ჩოგბურთისადმი, ჰქონდათ ვნება. მეორეს მხრივ, თამაშის პოპულარობა 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში შემცირდა, ნაწილობრივ პერიოდიდან გამომდინარე, ნაწილობრივ კი - იმ თეორიის გამო, თითქოს თამაში ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენდა. 1950-იან წლებში, ჩოგნებმა, რომლებიც რეზინის ფურცლებისა და მათ ქვეშ მოქცეული რბილი ფენის ნაზავს წარმოადგენდნენ, თამაში მკვეთრად შეცვალეს - უფრო მეტი ბრუნვის სიშირე და სიჩქარე შემოიღეს. ამის შემოღება დაკავშირებულია სპორტული საქონლის მეწარმის, ს. ჰენკოკის სახელთან. სწრაფი წებოს გამოყენებამ კი, ბრუნვა და სიჩქარე კიდევ უფრო გაზარდა, რისი შედეგიც აღჭურვილობაში აისახა. მაგიდის ჩოგბურთი 1988 წელს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სიაში შეიტანეს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო