ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ავტოსპორტის ისტორია

ავტოსპორტის ჩამოყალიბების თარიღად შეიძლება ჩაითვლოს 1894 წელი. 1893 წლის ბოლოს (19 დეკემბერი) პარიზული გაზეთ «Le Petit Journal»-ის გამომცემელმა პიერ ჟიფარმა გამოაცხადა პირველი საავტომობილო შეჯიბრის შესახებ. სტარტის დრო გამოცხადდა 1894 წლის 22 ივლისი. რბოლაში მონაწილე '"უცხენო ეკიპაჟებს" უნდა გადაელახათ 126 კილომეტრიანი დისტანცია პარიზიდან რუანამდე რვა საათსა 30 წუტზე ნაკლებ დროში. გამარჯვების კრიტერიუმები საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურებოდა: პირველი პრიზი 5 000 ფრანკი გადაეცემოდა ეკიპაჟს, რომელიც მოახდენა უსაფრთხოების, ეკონომიის და კომფორტული მართვის დემონსტრირებას. განაცხადი მონაწილეობაზე თავიდან შეიტანა 102-მა პრეტენდენტმა რომლებიც ფლობდნენ სხვადასხვა განსხვავებული კონსტრუქციების მანქანებს. შესარჩევი ტექნიკური კონტროლის გავლის შემდეგ მონაწილეთა რაოდენობა ოცდახუთამდე შემცირდა. 19 ივლის ჩატარდა წინასწარი გამოცდა და შეჯიბრი დატოვა კიდევ ოთხმა მონაწილემ. დათქმულ დღეს 22 ივლისს შეჯიბრმა სტარტი აიღო: 21-მა ავტომობილმა, რომლებიც 30 წამიანი ინტერვალით იღებდნენ სტარტს, დატოვეს პარიზი. ლიდერი პრაქტიკულად თავიდანვე გახდა მარკიზი ალბერ დე დიონი, ორთქლით მავალი ავტომობილით "დე დიონ-ბუტონი". ტრასის პირველი მონაკვეთი დაამთავრა ნანტში, რომლამდეც უმრავლესობამ მიაღწია და დასვენების შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ დისტანციას. საბოლოოდ ყველა ცამეტივე "პეჟო" და "პანარ ლევასორი" მივიდნენ რუანამდე, აქედან თორმეტი მათგანი ჩაეტია განსაზღვრულ დროში. შვიდი ორთქლზე მომუშავე ავტომობილიდან ფინიშამდე მივიდნენ მხოლოდ სამნი. იმის შემდეგ როდესაც სამსაჯო კოლეგიამ გამოიკვლია ფინიშამდე მისული ავტომობილები, მან მიანიჭა პირველი ადგილი ავტომობილებს "პეჟო". ხოლო "პანარ ლევასორი" და "დე დიონ-ბუტონი", რომლებმაც ფაქტიურად ყველაზე ნაკლები დრო მოანდომეს დისტანციის გავლას, მსაჯებმა მიიჩნიეს ძალზე მოუხეშავ მანქანებად და უარი უთხრეს პირველი პრიზის მიღებაზე. ამასთან ერთად მიღებულია, რომ პირველი ნამდვილი ავტოშეჯიბრი ჩატარდა მარშრუტით პარიზი-ბორდო-პარიზი (დისტანცია 1200 კმ) 1895 წელს. შეჯიბრი ჩატარდა სპეციალურად შექმნილი "პარიზის საავტომობილო კლუბი"-ს ეგიდით, რომელიც ფუნქციონირებს დღესაც. ფიქრობდნენ, რომ მონაწილეები მოცემულ დისტანცია უნდა დაეფარათ 100 საათში, რეალურად შეჯიბრის გამარჯვებულს ლევასორს მანქანით "პანარ-ლევასორი" ამ გზის გავლა დასჭირდა 48 საათი და 48 წუთი ( საშუალო სიჩქარე 24,14 კმ/სთ) საინტერესოა, რომ ამ შეჯიბრში პირველად გამოჩდნენ ავტომობილები პნევმატური საბურავებით, რომლითაც გამოდიოდა თავად იდეის ავტორი ანდრე მიშლენი. მან მთელ მარშრუტზე განათავსა საბურავების მომსახურების წერტილები. ის იმდენად ხშირად ცვლიდა საბურავებს, რომ ვერ ჩაეტია გამოყოფილ დროში.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო