ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ფეხბურთი: 17-წლამდელები ევროპისთვის მზად არიან

საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის შეარჩია.

გუნდს ოფიციალური თამაშები პორტუგალიაში ელის: 13 ნოემბერს უკრაინასთან, 16-ში მასპინძლებთან, 19-ში კი ალბანეთთან. ნაკრები პორტუგალიაში 10 ნოემბერს გაემგზავრება.

გიორგი ჩიტაურმა შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: დავით ასათიანი (ტორპედო), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია)
მცველები: ალექსანდრე გაფრინდაშვილი, საბა ხვადაგიანი, ლუკა სალუქვაძე, თორნიკე დუნდუა, დავით გოგოტიშვილი, გიორგი ჩხეტიანი, გიორგი უბილავა (ყველა დინამო თბილისი), ზურა ზოსიაშვილი, მიხეილ ავალიანი (სფფ აკადემია)
ნახევარმცველები: ნიკოლოზ უგრეხელიძე, გიორგი აბუაშვილი, ლუკა გაგნიძე, ზაურ სიჭინავა (ყველა დინამო თბილისი), გიზო მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, სანდრო ტატიშვილი (ყველა სფფ აკადემია), გიორგი გვიშიანი (საბურთალო)
თავდამსხმელები: ნოდარ თუთაშვილი, თეიმურაზ თურაზაშვილი (ორივე სფფ აკადემია)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო