უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 4 ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ლევან ქავჟარაძე (63კგ), გურამ ხეცურიანი (87კგ), გიორგი მელია (97კგ) და ზვიად პატარიძე (130კგ) გახდნენ, ხოლო ბრინაჯაოს მედალი აივენგო რიკაძემ (82კგ) მოიპოვა.
სოსო ჯაბიძის გაწვრთნილი ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში 121 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ქულით ჩამორჩა ირანის ნაკრებს, მესამე ადგილი კი რუსეთს ხვდა წილად - 118 ქულა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო