ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძიუდო: 5 მედალი ევროპის ჩემპიონატზე


23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 5 მედლით დაასრულა. ბოლო ჯილდო გუნდს ონისე სანებლიძემ შემატა, რომელმაც გუშინ, 100კგ წონით კატეგორიაში ვერცხლი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ასაკობრივ პირველობაზე განსაკუთრებით წარმატებით გამოვიდნენ ქართველი გოგონები, რომლებმაც 2 ოქროს მოიგეს. იჟევსკის (რუსეთი) ოლიმპიურ დარბაზში ჯერ ეთერ ლიპარტელიანის (57კგ) პატივსაცემად აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, შემდეგ კი მარიამ ჭანტურია (70კგ) შედგა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

სანებლიძის გარდა ვაჟთა შორის ევროპირველობის მედლები მოიგეს თემურ ნოზაძემ და ჯაბა პაპინაშვილმა. 60კგ წონაში ორივე ბრინჯაოს დაეუფლა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო