ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძიუდო: ლიპარტელიანმა მსოფლიოს შემდეგ ევროპაც მოიგო!

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო! შეგახსენებთ, რომ ორი კვირით ადრე მან მაროკოში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ასაკობრივ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებმა პირველ დღეს ლიპარტელიანის გარდა კიდევ ორი ბრინჯაოს მედალი მოიგო: 60კგ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი შედგნენ.

დღეს ქალთა შორის 63 და 70კგ, ხოლო ვაჟებში 73 და 81კგ წონითი კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე მარიამ ჭანტურია (70კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81კგ) გავლენ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო