ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თავისუფალი ჭიდაობა: 2 ოქრო მსოფლიოდან!

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გუშინ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ორჯერ აჟღერდა: თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მირზა სხულუხიამ და ტარიელ გაფრინდაშვილმა 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგეს.

ჩემპიონობა პირველად ქუთაისელმა მირზა სხულუხიამ იზეიმა, რომელმაც 70კგ წონითი კატეგორიის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ჩერმან ვალიევი ბეჭებზე დასცა. მესამე ადგილებზე ბულგარელი დაუდ იბრაგიმოვი და იაპონელი ჰარუკო სენო გავიდნენ.

სხულუხიას ტრიუმფიდან რამდენიმე წუთში ჩემპიონობით გაიხარა ტარიელ გაფრინდაშვილმა (79კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლებს რუსი რადიკ ვალიევი და თურქი რამაზან სარი დაეუფლნენ.

საქართველოს ნაკრებს დღეს კიდევ ორი მედლის მოგების შანსი აქვს: 74კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს გიორგი სულავა, ხოლო მძიმე წონაში იგივე სინჯის მედლის მოპოვებას შეეცდება ზურაბ ურთაშვილი.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო