26-27 ოქტომბერს ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში მსოფლიოს 5-გზის და ოლიმპიური ჩემპიონის ლერი ხაბელოვის სახელობის V საერთაშორისო ტურნირი გაიმართა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს შორის.
მასპინძელთა გარდა შეჯიბრში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ისრაელის და რუსეთის გუნდები.
ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, ყველაზე მეტი 8 გამარჯვებული საქართველოს ნაკრებს ჰყავს. ოქროს, 4 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი რუსეთის წარმომადგენლებმა მოიპოვეს, სომხეთის გუნდის ანგარიშზე თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაოა, აზერბაიჯანელებს კი 4 ბრინჯაო ხვდათ.
45კგ: 1.გორ გრიგორიანი (სომხეთი); 2.დათო ფარტენაძე; 3.თორნიკე ასაბაშვილი და ლაშა ლომიძე
48კგ: 1.ალან ხუბაევი (რუსეთი); 2.ნიკა აქიაშვილი; 3.ივანე ტურაშვილი და საბა კობახიძე
51კგ: 1.თაზო სულამანიძე; 2.ნიკოლოზ სანთელაძე; 3.შალვა ლუაშვილი და ომარ გულმამედოვი (აზერბაიჯანი)
55კგ: 1.ლუკა ღვინჯილია; 2.ფარნაგ კომაევი (რუსეთი); 3.ნიკა მელაძე და რეზო ბერიანიძე
60კგ: 1.ბეჟან ბარსონიძე; 2.ჰაიკ აბრამიანი (სომხეთი); 3.თორნიკე ტულაშვილი და ილიას ისაევი (აზერბაიჯანი)
65კგ: 1.გიგი ქურხული; 2.დავიდ ზასეევი (რუსეთი); 3.ილია მუკბანიანი და ედვარდ პოღოსიანი
71კგ: 1.ოთარ ადეიშვილი; 2.ტიმურ ბარტოვი (ისრაელი); 3.მირზა გაჯიევი და დავით კუჭუაშვილი
80კგ: 1.ნიკა ფესტვენიძე; 2.ნიკა ფანცულაია; 3.საბა ზაქრაძე და ავერ ვერეშაგიანი
92კგ: 1.მამუკა კალაიჯიშვილი; 2.სარმატ ფუხაევი (რუსეთი); 3.იუსიფ დურსუროვი (აზერბაიჯანი) და ხაჩატურ ხაჩატრიანი (სომხეთი)
110კგ: 1.ლუკა რურუა; 2.დავიდ ხადიკოვი (რუსეთი); 3.ალეკო ქადაგიძე და აზან ისმაილოვი (აზერბაიჯანი)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო