ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ დაბის გრან სლემი მესამე ადგილზე დაასრულა.
90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი 1/32-ფინალში თავისუფალი იყო და პირველი შეხვედრა მეორე წრეში, 1/16-ფინალში ჩაატარა - ამერიკელ ჯონ ჯეინს აჯობა. ჭრიკიშვილის მომდევნო მეტოქე კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი გახლდათ. ავთომ ისიც დაამარცხა, 1/4-ფინალში კი ვერაფერი მოუხერა კორეელ დონგან გვაკს.
ჭრიკიშვილი დამამშვიდებელ წრეში (რეპეშაჟი) გადაერთო, სადაც ჯერ შვედი მარკუს ნიმანი დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისთვის კი სერბ ნემანია მაიდოვი.
ქართველმა ფალავანმა წელს მეორე მედალი მოიგო. ანტალიაში, გრან პრის სერიის ტურნირზე ის ასევე მესამე გახლდათ.
ამავე წონაში იასპარეზა გიორგი პაპუნაშვილმა, რომელმაც იღბლიანი წილისყრის წყალობით 1/32 და 1/16-ფინალები უბრძოლველად გაიარა, 1/8-ფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა. გრან სლემის ჩემპიონი სწორედ შერაზადიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ჭრიკიშვილის მძლეველ გვაკს აჯობა.
100კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებიდან არავის უასპარეზია, +100კგ წონაში კი ლევან მატიაშვილმა პირველივე შეხვედრა დათმო თურქ ქემალ ერდოღანთან.
ავთანდილ ჭრიკიშვილის ბრინჯაომდე საქართველოს ნაკრების აქტივში მხოლოდ ერთი მედალი იყო: ლუკა მაისურაძის (81კგ) მიერ გუშინ მოგებული ვერცხლი.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო