ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძიუდო: მაისურაძე გრან სლემის ვიცე-ჩემპიონია

ლუკა მაისურაძე აბუ დაბის გრან სლემის ვიცე-ჩემპიონია. 81კგ წონაში მოასპარეზე ახალგაზრდა ძიუდოკამ ზედიზედ 5 ორთაბრძოლა მოიგო და ასე გავიდა ფინალში იქ კი კორეის რესპუბლიკის წარმომადგენელ მოონ ჯინ ლისთან დამარცხდა.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მოგებული ვერცხლი ლუკასთვის 2019 წელს მე-5 მედალია. ანტალიაში ის გრან პრის ჩემპიონი გახდა, ეკატერინბურგის გრან სლემი, მინსკში გამართული ევროპის II თამაშები და ტოკიოში ჩატარებული მსოფლიო პირველობა კი მესამე ადგილზე დაასრულა.

აბუ დაბიში ასპარეზობა მაისურაძემ 1/32-ფინალში დაიწყო ბელარუს იუსუპ ბეკმურზაევთან გამარჯვებით. 1/16-ფინალში მან ბრიტანელი სტიუარტ მაკუოტი დაამარცხა, 1/8-ფინალში კი იტალიელ კრისტიან პარლატის სძლია. ლუკამ ნახევარფინალის საგზური ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან გამარჯვებით მოიპოვა, ფინალში კი კანადელ ვეტერან ანტუან ვალუა-ფორტიესთან გამარჯვების შემდეგ გავიდა.

81კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ზებედა რეხვიაშვილმა, თუმცა ავსტრალიელ ეოინ კოგლენთან გამარჯვების შემდეგ გერმანელ დომინიკ რესელთან დამარცხდა.

73კგ წონაში იჭიდავეს ფრიდონ გიგანმა და გიორგი ჩიხელიძემ. გიგანმა სამოელ უილიამ ტაი ტინს კი მოუგო, მაგრამ შემდეგ რუმინელ ალექსანდრუ რაიკუსთან ვერაფერს გახდა, ჩიხელიძემ კი პირველივე პაექრობა დათმო დენის იარცევთან.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო