ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბადმინტონის ისტორია

პირველი ცნობები ფრთიან ბურთით თამაშზე გვხდება 2000 წლის წინ ინდოეთში . XIV საუკუნეში იაპონიაში თამაშობდნენ „იობანეს“, სადაც ბურთის ნაცვლად იყენებდნენ მსხვილ ალუბლის ან წვრილ ვაშლის გამხმარ ნაყოფს, რომელსაც რამოდენიმე ფრთას ჩაურჭობდნენ. ფრთიანი ბურთით თანაში ცნობილი იყო აგრეთვე ევროპაშიც, შუა საუკუნეებში ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრთიანი ბურთით თამაში "Battledore and Shuttlecock ან Jeu de Volant" , რომელსაც ძირითადად მაღალი ფენის წარმომადგენლები თამაშობდნენ . თამაში წესები საკმაოდ მარტივი გახლავთ, ბურთი რაც შეიძლება ბევრჯერ გათამაშდეს მოთამაშეებს შორის . ამ ფაქტთან არსებებოს რეკორდის ამსახველი დოკუმეტი, რომელიც 1830 გამოიცა და ვინმე სამერსის ოჯახის წევრების მიერ 2117-ჯერ ბურთან შეხებას აფიქსირებს. XVIII საუკუნის ბოლოს ფეოდალური წყობილების დაშლასთან ერთად ფრთიანი ბურთით თამაში მივიწყებას მიეცა. ამისგან განსხვავებით ბრიტანელი ოფიცრები ინდოეთში განაგრძობნენ "პუნას(Poona) " სახელით ცნობილ თამაშს, როემლებმაც 1870 წელს დააბრუნეს სპორტის ეს სახეობა ევროპაში, კერძოთ დიდი ბრიტანეთში. ბადმინტონის , როგორც სპორტის სახეობის ისტორია XIX საუკუნიდან იწყება. 1872 წელს ინდოეთიდან დაბრუნებულმა ინგლისელმა ოფიცრებმა თავიანთ თანამემამულეებს უჩვენეს ფრთიანი ბურთით თამაში დაბა ბადმინტონში(ინგლისი). მომდევნო წლებში ბადმინტონმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა დიდი ბრიტანეთში, რასაც წესების შექმნა და 1893 სპორტული გაერთიანების შექმნა მოჰყვა. 1899 წლიდან იმართება, პირველი ტურნირი "All England Championships" , რომელიც დღესაც იმართება და ბადმინტონის მოყვარულებში იგივე ადგილი უჭირავს როგორც უიმბლდონს ჩოგნბურთის მოყვარულებში. 1934 წელს ინგლისმა, უელსმა, შოტლანდიამ, ირლანდიამ, დანიამ, ჰოლანდიამ, კანადამ, ახალმა ზელანდიამ და საფრანგეთმა დაარსეს პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია "International Badminton Federation" (IBF) , რომელსაც 2 წლის დაგვიანებით ინდოეთიც შეუერთდა. საერთაშორისო წარმატება ბადმინტონს ისევ ინგლისელებმა მოუტანეს, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიაზე წარმატებით გაავრცელეს სპორტის ეს სახეობა. ინგლისელების ბატონობის დამხობა ბადმინტონში მოახერხეს დანიელებმა და შვედებმა. ასევე გასული საუკუნის შუა ხანებში ძალიან მომძლავრდნენ აღმოსავლეთ აზიის წარმომადგენლები, თავიდან ტაილანდი და მალაიზია, რასაც მოგვიანებით იაპონია და ინდონეზია დაემატათ. ჩინეთმა სამოციან წლებში მოახდინა ბადმინტონში დიდი ცვლილებების განხორციელება, რის შემდეგ მოყოლებული დღითიდღე იზრდება თამაშის სისწრაფე. ჩინელების, მანამდე უცნობი სტილის წინააღმდეგ არანაირი შანსი აღარ ქონდათ მანამდე დომინანტ სკანდინავიელებს. მიუნხენის ოლიმპიადაზე 1972 წელს ბადმინტონი პირველად როგორც საჩვენებელი სპორტის სახეობად წარდგენილი, რასაც 1979 წელს მოჰყვა სპორტული ლიცენზიების შემოღება და 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე წარმატებით წარდენის შემდეგ ბადმინტონი იქცა ოლიმპიურ სახეობად. 1992 წელის ბარსელონას ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული რეგულარურად იმართება ოლიმპიური შეჯიბრებები სპორტის ამ სახების სხვადასხვა დისციპლინებში. ბადმინტონი (ინგლ. Badminton) — ოლიმპური სპორტის სახეობა, რომელიც არის ჩოგბურთის მსგავსი თამაში. მაღლა გაჭიმული ბადის თავზე ჩოგნით ისვრიან კორპის ან პლასტმასის ძაბრისებურ ბურთს (ვოლანს).მას ძირითადად დარბაზში თამაშობენ. ბადმინტონი მოითხოვს სისწრაფესა და ფიზიკურ გამძლეობას.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო