ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ნაკრები მსოფლიოსთვის მზადაა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დუშეთში მიმდინარე მოსამზადებელ შეკრებაზე დაასახელა მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი ათეული.

სოსო ჯაბიძის გაწვრთნილი გუნდი ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით ჩავა. განაცხადში არიან 23-წლამდელთა შორის ევროპის 5 მოქმედი ჩემპიონი: ნუგზარ წურწუმია (55კგ), ლევან ქავჟარაძე (63კგ), რამაზ ზოიძე (72კგ), გურამ ხეცურიანი (87კგ) და ზვიად პატარიძე (130კგ). პატარიძე ამავე ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონიცაა. წურწუმია კი 23-წლამდელებშიც და უფროსებშიც.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები საქმეში 1 ნოემბერს ჩაებმებიან და 2 და 3 ნოემბერს გამოავლენენ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები
55
კგ: ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60კგ: დათო ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
63კგ: ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
67კგ: გიორგი კურტანიძე (გარდაბანი)
72კგ: რამაზ ზოიძე (აჭარა)
77კგ: ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი)
82კგ: აივენგო რიკაძე (გარდაბანი)
87კგ: გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
97კგ: გიორგი მელია (სამტრედია)
130კგ: ზვიად პატარიძე (ქუთაისი)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო