საქართველოს თასის მფლობელი მეორედ გახდა ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, რომელმაც ფინალში 27:20 დაამარცხა ქუთაისი.
საქართველოს თასი მეოთხედ გათამაშდა. პირველი ტურნირი 2014 წელს სამტრედიამ მოიგო, შემდეგი სამი ფინალი კი ბათუმელთა მონაწილეობით გაიმართა. 2015 წელს მათ 20:19 დაამარცხეს სტუ, ხოლო შარშან 29:30 წააგეს პეგასთან. ამ ორი ჯილდოს გარდა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები საქართველოს სამგზის ჩემპიონია (2016, 2018, 2019).
ბათუმელთა და ქუთაისელთა მეტოქეობა გაგრძელდება საქართველოს ჩემპიონატში, რომლის სტარტიც 5 ნოემბერსაა დანიშნული, იქამდე კი საქმეში ერთვება საქართველოს ეროვნული ნაკრები. გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაშია შეკრებაზე, სადაც ხვალ და ზედ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებთან.
საქართველოს თასის ფინალი
შავი ზღვის ბიჭები (ბათუმი) 27:20 ქუთაისი
შავი ზღვის ბიჭები: ტორონჯაძე, ვარშალომიძე - ლაპიაშვილი 8, გოგოლაძე 7, მსხვილიძე 5, სიმონია 4, აბრამიშვილი 1, გიორგაძე 1, ტიელიძე 1, ტალახაძე, ბერძენიშვილი, წივწივაძე, თურმანიძე, მჟავანაძე, კაკულია, სტოლბოვი
ქუთაისი: მაისურაძე, გულეიშვილი - მერკვილაძე 4, ხაჟომია 4, სურმავა 4, ზარნაძე 2, გამზარდია 2, ფერაძე 1, სტურუა 1, რუსტამოვი 1, თევზაძე 1, კობახიძე, ჯუღელი, ლომიძე, ლ.იმნაძე
მსაჯები: ნ.კევლიშვილი, თ.კევლიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო