24-26 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებული საამიროები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მორიგ ტურნირს უმასპინძლებს - გრან სლემი აბუ დაბიში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ექსპერიმენტული შემადგენლობით იასპარეზებს:
66კგ: ვაჟა მარგველაშვილი
73კგ: ფრიდონ გიგანი და გიორგი ჩიხელიძე
81კგ: ლუკა მაისურაძე და ზებედა რეხვიაშვილი
90კგ: გიორგი პაპუნაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი
+100კგ: ლევან მატიაშვილი
გოგონებს შორის ორი ქართველი იჭიდავებს: 52კგ წონით კატეგორიაში ვიხილავთ ტატიანა ლევიცკა-შუკვანს და მარიამ ჯანაშვილს.
შარშან აბუ დაბის გრან სლემზე საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა - ჩემპიონობა იზეიმეს ამირან პაპინაშვილმა (60კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ).
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო