ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქვიშის თამაშები საქართველოს დელეგაციამ 4 მედლით დაასრულა

ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე ასპარეზობა 4 მედლით დაასრულეს. ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე საშეჯიბრო დღესაც 2 მედალი მოიპოვა. თამაშების ჩემპიონი დავით ხუციშვილი გახდა. ბრინჯაოს მედალს კი მამუკა კორძაია დაეუფლა.

ხუციშვილმა, რომელიც 80 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალამდე 5 შეხვედრა მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში მომავალმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი იბრაჰიმ იუსუბოვი დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.

დასკვნით საჭიდაო დღეს კიდევ ერთმა ქართველმა იასპარეზა. +90 კგ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე მამუკა კორძაია ავიდა. კორძაიამ ჯგუფურ ეტაპზე 3 ორთაბრძოლა მოიგო, თუმცა ნახევარფინალში თურქ უფუკ ილმაზთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო ბრძოლა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელი ოიან ნაზარიანი დაამარცხა და ქვიშის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე საქართველომ 4 სპორტსმენით იასპარეზა და ოთხივე მათგანმა მედლის მოპოვება შეძლო. თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი ლევან ქელეხსაშვილი გახდა, ხოლო დათო მარსაგიშვილი პირველი ვიცე-ჩემპიონი.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო