ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს ალპინიზმის ისტორია

ალპინიზმი — სპორტისა და აქტიური დასვენების ერთ-ერთი სახეობა. მის მიზანს წარმოადგენს მთების მწვერვალზე ასვლა. ალპინიზმის სპორტული არსი მდგომარეობს მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე ბუნებრივად წარმოწობილი წინაღობების (სიმაღლე, რელიეფი, ამინდი) გადალახვაში. ადამიანმა შორეულ საუკუნეებშივე დაიწყო მთების გადალხვა სამეურნეო, სამხედრო და სახელმწიფო საჭიროებისთვის. მაგრამ თანამედროვე ალპინიზმის დასაბამად ითვლება 1786 წელი, როდესაც შვეიცარიელი გლეხი ჟაკ ბალმა (1762–1834) და ფრანგი ექიმი მიშელ-გაბრიელ პაკარი (1757–1827) სპორტული მიზნით ავიდნენ მონბლანზე (4807 მ). ერთი წლის შემდეგ მონბლანზე ავიდა შვეიცარიელი ნატურალისტი და ფიზიკოსი ორას ბენედიქტ დე სოსიური და მწვერვალზე მეტეოროლგიური, გეოლოგიური და გლაციოლოგიური დაკვირვებები ჩაატარა. ამგვარად, ალპინიზმს იმთავითვე ორი მიმართულება მიეცა — წმინდა სპორტული და მეცნიერული, გამოყენებითი. ჟაკ ბალმასა და პაკარის მონბლანზე ასვლის შემდეგ ალპინიზმი სწრაფად განვითარდა, შეიქმნა მთასვლელთა საგანგებო გაერთიანებანი — ალპური კლუბები. მსოფლიოში პირველი ალპური კლუბები დაარსდა ქალაქ ლონდონში1857 წელს, შემდეგ ალპური კლუბები შეიქმნა იტალიასა და ავსტრიაში 1862 წელს, შვეიცარიაში 1863, 1870 - 1880 წლებში კი ევროპის, ამერიკის და აზიის სხვა ქვეყნებში. მეფის რუსეთში პირველი იყო თბილისის ალპური კლუბი, რომელიც 1877 წელს დაარსდა. ისტორიულ-ლიტერატურული და ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება, რომ კავკასიელი ხალხები, მათ შორის ქართველები, ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე იცნობდნენ ალპინისტური ტექნიკის საფუძვლებს, ფართოდ იყენებდნენ მთაში სიარულისთვის საჭირო ძირითად საჭურველს – წრიაპს, რკინის პალოებს, წერაყინს, ქანჩს, თოკსა და ჯაჭვს, საცოც ტყავებსა და თხილამურებს. რკინის სატეხების გამოყენება დამოწმებულია მყინვარწვერზე პირველი ასვლის მონაწილეები. დგანან (მარცხნიდან): მარო ტყავაძე, ასმათ ნიკოლაიშვილი, მარო ბეჟანიშვილი,სხედან: ლიტეხი ჩხეიძე,ელენე ლორთქიფანიძე. 1923 წელიწარმართული დროის თქმულების – “მიჯაჭვული ამირანის” სვანურ ვარიანტში. როცა იბერიელების, კოლხებისა და ჰენიოხების საზღვრის გასწვრივ წამომართულ კავკასიონის მაღალ მთებს აღწერს ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი (ძვ. წ. I ს.), აღნიშნავს, რომ ეს “მწვერვალები ზამთრობით გაუვალია, მხოლოდ ზაფხულობით ადიან ფეხებზე ლურსმნებით დაჭედილი, დამუშავებული ტყავით ამოკრულები. ხოლო ეს ტყავები სიფართოვით დაფის ოდენაა და ამას იკეთებენ თოვლისა და ყინულის გამო”. სულხან-საბა ორბელიანის “სიტყვის კონაში” განმარტებული ბევრი სიტყვა დღევანდელ ალპინიზმში ადრინდელი მნიშვნელობით იხმარება. მაგალითად, წრიაპი – “ესე არს რკინა შემზადებული კბილებიანი, ტერფთა ამოსაკრავად, რათა ფრიალოთა მავალსა კაცსა ფეხი არა მოუცურდეს”. “წერაქვი”, დღევანდელი წერაყინი, საბას განმარტებით არის “ცალგნით სათხრელი აქვნდეს კლდეთ დასარღვევად”. იოანე ბატონიშვილის “კალმასობაში” მოთხრობილია, თუ როგორ ავიდა მღვდელი იოსებ მოხევე მყინვარწვერზე. იოსებ მოხევეს მიხეილ ხერგიანი“მყინვარსა მთასა მიწა, კაცთაგან შეუვალსა” უნახავს აბრაამის კარავი, რომლის ნაჭერიც ერეკლე მეფისთვის მიურთმევია. მყინვარწვერის ფერდობზე, 4 100 მეტრის სიმაღლეზე, კლდეში ნაკვეთ ხელოვნურ გამოქვაბულში ნაპოვნია შუა საუკუნეების ნივთები და მონეტები, ბრუტსაბძელაზე (3670 მ) – XVIII საუკუნის საკულტო ძეგლები. კავკასიონის მწვერვალებზე, მათ შორის საქართველოს პიკებზე (მყინვარწვერი, უშბა, თეთნულდი, შხარა და სხვ.) პირველამსვლელებად ითვლებიან ინგლისის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ალპინისტები. უცხოელ მთამსვლელებს გამყოლებად და მეგზურებად, როგორც წესი, ახლდნენ ქართველები, რომლებმაც კარგად იცოდნენ მთის პირობები და მთაში მოძრაობის ტექნიკა. ისტორიამ შემოგვინახა ზოგიერთი მათგანის სახელი: მიტო არღვლიანი, მურათბი კიბოლანი, კოტე ფიცხელაური, ლალა ხუციშვილი. უფრო გვიან ცნობილი გამყოლები იყვნენ გახა წიკლაური, იაგორ კაზალიკაშვილი, გიო ლობჟანიძე, გიგლა იჭირაული, პავლე (ბახვა) ფიფია და სხვები. ქართული სპორტული ალპინიზმის ისტორია ოფიციალურად 1923 წლიდან იწყება, როცა პროფესორების ბიძინა გუჯაბიძეგიორგი ნიკოლაძისა და ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით აგვისტო-სექტემბერში ზედიზედ ორი ექსპედიცია მოეწყო მყინვარწვერზე. გიორგი ნიკოლაძის 18-კაციანმა ჯგუფმა მწვერვალს 28 აგვისტოს მიაღწია. გამარჯვებულ მთამსვლელთა შორის ხუთი ქალი იყო. “ეს მწვერვალია. მოწინავეებმა საფეხურების ჭრას თავი დაანებეს და პირდაპირ ზევით აირბინეს. მიზანი მიღწეულია. აღსრულდა მრავალი წლის ოცნება. მრავალი დღის შრომა და მზადება ბრწყინვალედ დაგვირგვინდა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა”, – წერდა შემდეგ გიორგი ნიკოლაძე (“პირველი ქართული ასვლა მყინვარწვერზე,” თბილისი, 1924 წ.). ორი წლის შემდეგ ასევე გიორგი ნიკოლაძის მეთაურობით განხორციელდა პირველი საბჭოური ასვლა კავკასიონის უმაღლეს მწვერვალ იალბუზზე. ამ ასვლებით საფუძველი ჩაეყარა ქართული სპორტული ალპინიზმის განვითარებას, რომელიც უფრო და უფრო დიდ სიმაღლეებს აღწევდა. მომდევნო მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო უშბაზე და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეების, იაგორ კაზალიკაშვილისა და გიო ნიგურიანის ასვლა 1934 წელს, რამაც სათავე დაუდო საბჭოურ ასვლებს და ტექნიკურად რთული მწვერვალების ათვისებას. ამას მოჰყვა 1937 წელს იმავე მწვერვალზე პირველი კლდოვანი ასვლა, რომელშიც მონაწილეობდნენ გაბრიელ, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ჭიჭიკო ჩართოლანი და მაქსიმე გვარლიანი. ქართველმა მთამსვლელებმა სათავე დაუდეს ტრავერსების კლასსაც. ისინი კავკასიონის, პამირისა თუ ტიან-შანის მთებში მრავალ მწვერვალზე პირველამსვლელები და ბევრი ახალი, ურთულესი მარშრუტის გამკვალავებიც არიან. 1949 წლიდან, როცა საფუძველი ჩაეყარა სსრკ ჩემპიონატებს, ქართველ მთამსვლელთა გუნდებმა არაერთი გამარჯვება მოიპოვეს. ყოფილა შემთხვევები, ქართველი ალპინისტების ერთდროულად რამდენიმე გუნდს მედლები მოუგია სსრკ ჩემპიონატების სხვადასხვა კლასში. ამ მხრივ განსაკუთრებული გამოდგა 1976 წელი, როცა პამირსა და ტიან-შანში საქართველოს მთამსვლელთა ორმა გუნდმა მოიპოვა ჩემპიონობა. ამას გარდა, საქართველოს ცალკეული მთამსვლელები არაერთხელ ყოფილან რუსეთის გუნდების შემადგენლობაშიც და მათთან ერთად მრავალი ოქროს, ვერცხლისა თუ ბრინჯაოს მედალიც დაუსაკუთრებიათ. ქართული ალპინიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის 1936 წელს დაარსებულ საქართველოს ალპურ კლუბს, რომელიც 1945 წლიდან ალიოშა ჯაფარიძის სახელს ატარებს. 1936 წელს ალიოშა ჯაფარიძე და დავით წერეთელი “პამირის გმირებად” აღიარეს; 1960 წელს “კლდის ვეფხვის” წოდება მიენიჭათ მიხეილ ხერგიანს და იოსებ კახიანს; 1967 წელს პირველი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები გახდნენ მიხეილ ხერგიანი, გიორგი (აგი) აბაშიძე, დიმიტრი დანგაძე და შოთა მირიანაშვილი; “თოვლის ჯიქის” წოდება მიენიჭათ რომა გიუტაშვილს (პირველი ქართველი, რომელიც ევერესტზე ავიდა. 1991 წელი), ბიძინა გუჯაბიძეს, აფი გიგანს, თამაზ შარაშენიძესა და ლევონ სარქისოვს; ევრაზიის მთამსვლელთა კავშირის ორდენით – “ედელვაისით” დაჯილდოვდნენ ბენო ქაშაკაშვილი და ლევონ სარქისოვი. თანამედროვე ქართველმა ალპინისტებმა მსოფლიოს მრავალი უმაღლესი მწვერვალი დალაშქრეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1999 წელს ორი ქართული ჯგუფის ასვლა ევერესტზე სამხრეთისა (ხელმძღვანელი – ბენო ქაშაკაშვილი) და ჩრდილოეთის მხრიდან (ხელმძღვანელი – გია თორთლაძე), ბიძინა გუჯაბიძის ორი ასვლა ევერესტზე – სამხრეთიდან (1999) და ჩრდილოეთიდან (2003).



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო