ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ევროპის საბჭო საქართველოში სპორტულ მანიპულაციებთან ბრძოლის პროექტს ახორციელებს

სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების რისკების შეფასების მიზნით, ევროპის საბჭო საპილოტე კვლევას ახორციელებს. კვლევის განსახორციელებლად ორგანიზაციამ 4 ქვეყანა შეარჩია. ნორვეგიასთან, ბელგიასა და პორტუგალიასთან ერთად სიაში საქართველოც მოხვდა.  

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ავსტრალიელი ექსპერტი დამიან ვოლტსი ეწვია, რომელსაც სამინისტროში მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ უმასპინძლა. შეხვედრას სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შალვა გოგოლაძემ მადლობა გადაუხადა დამიან ვოლტს თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სპორტული მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლას.    

ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებული საპილოტე კვლევის განხორციელებას ავსტრალიური მხარე სამინისტროსა და ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან ერთად უზრუნველყოფს. კვლევის პროცესში დამიან ვოლტსი შეხვდება ფედერაციების წარმომადგენლებს, მოისმენს მათ წინაშე არსებულ პრობლემებს და გაუზიარებს ავსტრალიის გამოცდილებას.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო