ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქარვასლაში დავით კვაჭაძის ფოტოგამოფენა მოეწყო

13 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქარვასლის შენობაში გაიმართა დავით კვაჭაძის ფოტოგამოფენა. პერსონალურ გამოფენაზე სახელწოდებით „არა - ჩვეულებრივი“ დავით კვაჭაძის 50 ფოტო გამოიფინა, რომელიც მოიცავს აბსტრაქტულ და მხატვრულ ნამუშევრებს. გამოფენა „ქარვასლაში“ 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიებას დაესწრო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

დავით კვაჭაძე ვეტერანი მოკრივე, ამჟამად საქართველოს კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ. სპორტული კარიერის დროს კი არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვებია - ევროპის ჩემპიონი (1977); საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1976, 1977, 1980) და მეორე პრიზიორი (1979). სსრკ თასის მფლობელი (1978), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1979). სპორტის დამსახურებული ოსტატი.

დავით კვაჭაძის ფოტოგამოფენაზე მოწვეულები იყვნენ სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები, სპორტული ორგანიზაციების პრეზიდენტები, მოქმედი სპორტსმენები და უბრალოდ ფოტო ხელოვნების მოყვარულები.

 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო