ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
3x3 კალათბურთში ევროპის თასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა

რიყის პარკში მოწყობილ 3X3 კალათბურთის მოედანზე ევროპის U18 თასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. მედიას მოახლოეუბული ტურნირის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მაოდგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, 3x3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიგა გურგენიძე და FIBA-ს 3X3 კალათბურთის განვითარების მენეჯერი რობერტ რემბლინგერი ესაუბრნენ.

6, 7 და 8 სექტემბერს თბილისი პირველად მასპინძლობს 3X3 კალათბურთში 2019 წლის ევროპის თასს 18-წლამდელთა შორის. მატჩები რიყის პარკის ტერიტორიაზე და მასში მონაწილეობას მიიღებს ევროპის 16 ქვეყნის 24 ნაკრები (12 გოგონათა და 12 ვაჟთა) გუნდი. საქართველო ევროპის თასზე წარმოდგენილი იქნება როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა ნაკრებით.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო