სასტუმრო „ამბასადორი თბილისში“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გაცილების ცერემონია შედგა. ღონისძიებას ეროვნული ნაკრების მორაგბეები, სამწვრთნელო შტაბის წევრები და რაგბის კავშირის ხელმძღვანელები დაესწრნენ. „ბორჯღალოსნებს“ მსოფლიო თასზე წარმატებული ასპარეზობა უსურვეს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ.
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში გაიმართება. „ბორჯღალოსნები“ რაგბის უმთავრეს ტურნირზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯისა და ავსტრალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
თბილისიდან ჩვენი გუნდი ედინბურგში გაემგზავრება და 6 სექტემბერს შოტლანდიასთან მეორე შეხვედრას გამართავს. შეგახსენებთ, რომ გუნდების პირველი დაპირისპირება შოტლანდიელთა გამარჯვებით 44:10 დასრულდა. ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, საქართველოს ექვსი ერის მონაწილე და პირველი დონის ნაკრები ეწვია. ისტორიულ შეხვედრას 31 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენამ“ უმასპინძლა.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო