ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ზაზა ფაჩულია „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ მრჩევლად დაინიშნა

ზაზა ფაჩულია „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ მრჩევლად დაინიშნა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და NBA-ის ორგზის ჩემპიონმა მოთამაშის კარიერა დაასრულა.

ფაჩულია საქართველოს ნაკრების ღირსებას 2003-2017 წლებში იცავდა. ამ ხნის განმავლობაში სამჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. 2001 წელს „ულქერსპორის“ შემადგენლობაში თურქეთის ჩემპიონი გახდა, 2003 წელს მოიგო ქვეყნის თასი, ხოლო 2001, 2002 და 2003 წლებში ზედიზედ სამჯერ გახდა პრეზიდენტის თასის გამარჯვებული.

2003 წელს ფაჩულია NBA-ის დრაფტის მეორე რაუნდში „ორლანდო მეჯიქმა“ აირჩია. „ორლანდოს“ შემდეგ, ითამაშა „მილოუკი ბაქსის“, „ატლანტა ჰოუქსის“, „გალათასარაის“, „დალას მავერიქსის“, „გოლდენ სტეიტ უორიორსისა“ და „დეტროიტ პისტონსის“ შემადგენლობაში. 2017 და 2018 წლებში „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ ერთად NBA-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო